წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს - თეიმურაზ თოლორაიას!
- 23 იანვარი, 2020
წარმოგიდგენთ, კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს - თეიმურაზ თოლორაიას!
თეიმურაზი:
2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) პირველ ადგილოსანია მათემატიკაში (მაქსიმალური ქულით)!
2019 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის (IOI) ბრინჯაოს მედლის მფლობელია ინფორმატიკაში!
2019 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის მათემატიკაში (IMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია მათემატიკაში!
2018 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის (IMO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია მათემატიკაში!
2019 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ვერცხლის მედლის მფლობელია ინფორმატიკაში!
2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) ვერცხლის მედლის მფლობელია ინფორმატიკაში!
2019 წლის სკოლებს შორის რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია; 2018 წელს - ვერცხლის!
2018 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია მათემატიკაში!
2018 წლის ირანის გეომეტრიის ოლიმპიადის (IGO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
2017 წლის ცენტრალური ევროპის ოლიმპიადის (CEOI) მონაწილეობის სერთიფიკატის მფლობელია ინფორმატიკაში!
2017 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის პირველ ადგილოსანია ინფორმატიკაში; 2016 წელს - მესამე ადგილი, 2018 და 2019 წელს - მეორე ადგილი!
2019 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის პირველ ადგილოსანია მათემატიკაში; 2018 წელს - მეორე ადგილი, 2017 წელს - მესამე ადგილი!
2018 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის მეორე ადგილოსანია ფიზიკაში; 2017 წელს - მეხუთე ადგილი!
2018 წლის საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის პირველ ადგილოსანია ინფორმატიკაში; 2016 და 2017 წელს - მეორე ადგილი!
კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს თეიმურაზს!